Loading data...
დიდი ბრიტანეთი „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

„დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“, - ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ლორდ ვუდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

„დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.