დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს

26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.
საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნები ელექტრონულად ტარდება.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ესენია 👇
(#41) “ქართული ოცნება“
(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა
(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
(#25) “გახარია საქართველოსთვის“
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
(#36) “გირჩი“
(#23) “ჩვენ“
(#6) “ევროპელი დემოკრატები“
(#17) “საქართველო“
(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
(#26) “მემარცხენე ალიანსი“
(#20) “თავისუფალი საქართველო“
(#21) “ტრიბუნა“
(#16) “შეცვალე საქართველო“
(#27) “ქართველ ერთობა“
(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.