Loading data...
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს.

თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა კენჭისყრისათვის პლენარულ სხდომას წარედგინება.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.