1772080849
პოლიტიკა
დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან
დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, „იმედსა“ და „პოსტივიზე“ თავდასხმაში ხედავს.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.