Loading data...
დღეს 21:00 საათზე იგეგმება განცხადების გავრცელება და მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ ე.წ. კამიტის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების შესახებ - აღნიშნული ემსახურება მიზანს, რომ „კამიტით მოწამვლის“ ჩავარდნილი პიარი რამენაირად ცოტათი მაინც გააცოცხლონ - POSTV-ი

POSTV-ის ინფორმაციით, დღეს 21:00 საათზე იგეგმება განცხადების გავრცელება და მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ ე.წ. კამიტის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების შესახებ. 

„აღნიშნული ემსახურება მიზანს, რომ „კამიტით მოწამვლის“ ჩავარდნილი პიარი რამენაირად ცოტათი მაინც გააცოცხლონ - იქმნება სპეციალური კითხვარი, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციაში სერიოზული განხეთქილებაა, რადგან მათი დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „კამიტის“ ხსენება კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათ და უნდა გამოიყენონ ტერმინი „ქიმიური მოწამვლა“  - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.