Loading data...
დავითულიანი: რთული არჩევნები იქნება, მმართველი გუნდის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ რთული არჩევნები იქნება და წინასაარჩევნოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარე ძალებისგან მმართველი გუნდის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა გაიზრდება.

დავითულიანის თქმით, „ოცნებას“ ყველა მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

ამასთან, დავითულიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს სრული სტანდარტების დაცვით ჩაატარებს.

„რთული არჩევნები იქნება. უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მოიმატებს, თუმცა არ იქნება ამის არგუმენტები და ფაქტები, თუ რატომ ვიქცევით ცუდად. მეტსაც გეტყვით, წინასწარ ძალიან ბევრი და დიდი ძალები ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედან უფრო ემზადებიან იმისთვის, რომ მოახდინო ამ არჩევნების დისკრედიტაცია წინსწრებით, ნაბიჯები უკვე ჩანს ამის. ეს ვერ მოხდება, უბრალოდ არჩევნებს ჩავატარებთ კარგად და ვერ დადებენ ფაქტებს, რომ ჩვენ ეს არჩევნები ჩავატარეთ არასტანდარტის შესაბამისად.

ეს არჩევნები იქნება სტანდარტის შესაბამისი. ვერავინ საპირისპირო ფაქტს და არგუმენტს ვერ მოიყვანს. ბოლის მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ამ ქვეყანაში ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან შედარებით ბევრად მეტი მხარდამჭერი, ამიტომ რევოლუციური სცენარები, რომლისთვისაც ფაქტია, რომ ემზადებიან, კოორდინება ჩანს, რომ არის ქვეყნის გარედან. მეტ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ცალსახად ჩანს“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.