Loading data...
დავით სონღულაშვილი ფასების რეგულირების პროცესზე: დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების, როგორც აგროსასურსათო, ასევე არასასურსათო პროდუქციის მიმართულებებით

ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვში გამოვლენილ პრობლემებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„განსაკუთრებულად გამოიკვეთა პროცესში აგროსასურსათო მწარმოებლების პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც აქვთ მეწარმეებს, რომ შეძლონ თავისი პროდუქცია საცალო ვაჭრობის ქსელში მოახვედრონ. ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა [ქსელში] შესვლა, შემდგომში უკვე გადახდის პირობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების, როგორც აგროსასურსათო, ასევე არასასურსათო პროდუქციის მიმართულებებით”, - განაცხადა მინისტრმა.