Loading data...
დავით მათიკაშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება, რის თქმისა და საზოგადოებისთვის მიწოდების რესურსიც ამ შეხვედრიდან გამომდინარე არსებობდა, ეს უკვე განხორციელდა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, მათ შორის ის ვიზიტი, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელმა განახორციელა აშშ-ში, რაზეც თავის მხრივ აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა, ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. შესაბამისი შეხვედრების შინაარსიც სწორედ ამ მოცემულობითაა გაჯერებული. ამიტომ, რისი თქმის და საზოგადოებისთვის მიწოდების რესურსიც ამ შეხვედრიდან გამომდინარე არსებობდა, ეს უკვე განხორციელდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.