1795065303
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უმძიმეს მდგომარეობაში არიან მოპასუხეები - საზოგადოებისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რატომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პოლიტიკური სივრციდან გაიყვანოს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება. მოპასუხე უმძიმეს მდგომარეობაშია.
„უმძიმეს მდგომარეობაში არიან მოპასუხეები. საზოგადოებისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რატომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა, რადიკალიზმი საქართველოს პოლიტიკური სივრციდან გაიყვანოს”, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება.