Loading data...
დავით მათიკაშვილი: თუ ტირანებზე საუბრობს სააკაშვილი, კარგი იქნება საკუთარ ცხოვრებას გადახედო, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუღრმავდეს

„თუკი ვინმეს საქართველოში ტირანიის დამყარების სურვილი ჰქონდა, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის მსგავსად, ლიდერის მკვლელობის სცენარის განვითარება საქართველოშიც სურს.

მისი თქმით, ტირანიის განმარტების დროს, მიხეილ სააკაშვილი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ისრები მას თავად მიუბრუნდება.

„თუკი ტირანებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნება თუ საკუთარ ცხოვრებას გადახედავს, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუღრმავდება.

საქართველოში თუკი ვინმეს ტირანიის ჩამოყალიბების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი და ის შედეგი, რომელიც დაატრიალეს 2012 წლამდე.

ამის შესახებ იმუშავა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დანაშაულების ის კასკადი, რაც ემთხვევა ტირანის განმარტებას. ფრთხილად იყოს ტირანიის განმარტებასთან, რამე თუ ისრები მას პირადად მიუბრუნდება“.