Loading data...
დავით მათიკაშვილი: ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმა-საურავების ჩამოწერა ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს წარმოადგენს

სახელმწიფო მუდმივად ცდილობს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით მხარში დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ტაქსის მძღოლების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მძღოლებისთვის ჯარიმა-საურავების ჩამოწერას გულისხმობს. ეს ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოპყრობის კიდევ ერთ ცალსახა ფაქტს წარმოადგენს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან მძღოლები, რომლებმაც დედაქალაქში ტაქსით მომსახურება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს.