1747114268
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სინამდვილეში, კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ

„სინამდვილეში, კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ამომრჩეველს ისევ ატყუებენ.
„ცალკეული რადიკალური პარტიები დადიან რეგიონებში, ახდენენ შესაბამისი პარტიული რესურსის მობილიზებას, შესაბამისი სემინარებს ატარებენ და ცდილობენ საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს საპარლამენტო განმეორებითი არჩევნებისთვის ხდება მზადება.
ეს არჩევნები იქნება 2028 წელს და თუკი დღეს იწყებენ 2028 წლის არჩევნებისთვის მზადებას, ეს რა თქმა უნდა, ცალკე საკითხია. სინამდვილეში, კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.