დავით მათიკაშვილი: სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, კანონში შევიდეს ცვლილება და გარდამავალ პერიოდშიც დაფინანსდნენ სტუდენტები იმ კუთხით, როგორც ეს აქამდე მიმდინარეობდა
პარლამენტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს.
ცვლილებებს დეპუტატები პირველი მოსმენით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ.
საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს დღეს ჩვენი სახელმწიფო. ამ რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს არცერთი მიმართულებით ჩვენი ახალგაზრდების როგორც ფინანსური მდგომარეობა, მათი სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევიდეს კანონში ცვლილება და გარდამავალ პერიოდშიც დაფინანსდეს სტუდენტები იმ კუთხით, როგორც ეს მიმდინარეობდა აქამდე. ეს ხელს შეუწყობს მათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ცოდნისა და განათლების მიღება“, - დავით მათიკაშვილმა.