Loading data...
დავით მათიკაშვილი - რადიკალური და დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ, ეკლესიის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ, წმინდა სინოდს უნდა მივანდოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათი უფლებამოსილებაა

„რადიკალური და დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეკლესიის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდს უნდა მივანდოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათი უფლებამოსილებაა.

„პატრიარქის სურვილი და დამოკიდებულებაც თვალსაჩინოა, დედა ეკლესიამ თუ რა გზით უნდა გააგრძელოს სიარული. დღეს, კონკრეტული პირების მხრიდან ბინძურ კამპანიას და მცდელობას ვხედავთ იმის, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდეს, კონკრეტული სასულიერო პირები გააშავონ. ეს ადამიანები იმ ვერაგ დამოკიდებულებას და პოლიტიკას არ ეშვებიან, რაც საკუთარი სამშობლოს, ეკლესიისა და მისი პატრიარქის მიმართ ჰქონდათ. ეს ადამიანები საზოგადოებას მხოლოდ საკუთარ სახეს აჩვენებენ. ეკლესიაში ჩარევა და ხელის ფათური არ გამოუვათ. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კარგად დაანახა, თუ როგორ დგას პატრიარქის და მისი შეხედულებების გარშემო. ამიტომ, რადიკალების ნებისმიერი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.