1755421279
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული გაუგებრობა და განხეთქილება

„რეალურად რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული გაუგებრობა და განხეთქილება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ ქვეყნის სიძულვილი აერთიანებთ.
„ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც კანდიდატებზე, ვერ გაერკვნენ ვერც პოლიტიკურ მდგენელში. რაც მათ აერთიანებთ, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის ის ფაქტი, რომ ეს ძალები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.