1758356957
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ

„რადიკალურ ოპოზიციას რეალურად, არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. ოპოზიციის უცხოურ ვოიაჟებზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ რადიკალები დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ.
„დადიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ ჰყავთ მხარდამჭერები - ესენი პრაქტიკულად მათი დავალებების მიმცემები არიან. ეს არის აგენტურული რადიკალური ოპოზიცია. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ აგენტს პირველ რიგში აქვს ურთიერთობა მასთან, ვინც დავალებას აძლევს“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.