Loading data...
დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: მათ არ სურთ მშვიდობა მსოფლიოში, არ სურთ საქართველოს წინსვლა და განვითარება

„არ არის გასაკვირი ის, რომ რადიკალები, რომლებიც წარმოადგენენ ამ გლობალური ნეგატიური ძალების საცეცეებს საქართველოში, მათ არ სურთ მშვიდობა მსოფლიოში, მათ არ სურთ და არ უნდოდათ საქართველოში ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციას უკრაინაში ომის დასრულება არ სურს.

„ჩვენ კარგად გვახსოვს მცდელობა, თუ როგორ უნდოდათ მათ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ იმ გამოუვალ და გამოუსწორებელ პროცესებში, რასაც ომი ჰქვია საქართველოში და დღეს, როდესაც მსოფლიო ლიდერები ცდილობენ, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს ალასკაზე და ხდება ძალიან კონკრეტული განხილვა ომის თავიდან აცილების, შეჩერების და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესისა, ჩვენ ვისმენთ სრულიად გაუგონარ მოწოდებებს, ანალიზებს ამ მოვლენებისა და რადიკალები ამბობენ, რომ თურმე მშვიდობისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიოს ძალისხმევა, არამედ პირიქით - ომი უნდა გაგრძელდეს, ხალხი უნდა დაიხოცოს, და ეს არის მათთვის მისაღები პოლიტიკა.

კარგად ჩანს ამით თუ რეალურად რა სახის ძალებთან, ადამიანებთან და მათ პოლიტიკურ შეგნებასთან გვაქვს საქმე. ერთი წამით ყველამ რომ წარმოიდგინოს, 2022 წელს საქართველოში ყოფილიყო იგივე ხელისუფლება, რაც იყო 2008 წელს, დღეს საერთოდ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი სად იქნებოდა და ქართველი ხალხი იქნებოდა თუ არა, ეს არის საკითხავი“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.