დავით მათიკაშვილი: რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, სინამდვილეში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება
რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სინამდვილეში, რეალობაში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება და ვერც შედგება“.
„მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. რადიკალები არათუ ახლა, არამედ საარჩევნოდაც კი საზღვარგარეთ დარბოდნენ და მხარდაჭერის მოპოვებას იქ ცდილობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ქართველ ხალხში მოეპოვებინათ.
ნულს ქვემოთ არსებული რეიტინგის პარტიები გაერთიანდებიან და ამ ყველაფერს რადიკალიზმის გაღვივებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემის შესაძლებლობა ექნება? – ეს ასე არ მოხდება. მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულია და ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერას ვერ გასცდებიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.