დავით მათიკაშვილი: პრემიერი, რომელიც ინტერპელაციის წესით არის დაბარებული პარლამენტში, ქვეყანას, საქართველოს პარლამენტს გასცემს პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მიგრაციულ პროცესებს ეხება
„მიგრაცია გახლავთ ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც ძალიან ბევრი ტყუილი გვესმის რადიკალებისგან“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, პარლამენტში დაგეგმილ ინტერპელაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მიგრაციის საკითხზე სპეკულაციებს კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი.
„პრემიერი, რომელიც ინტერპელაციის წესით არის დაბარებული პარლამენტში, ქვეყანას, საქართველოს პარლამენტს გასცემს პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მიგრაციულ პროცესებს ეხება.
კიდევ ერთხელ დაესმება წერილი იმ სპეკულაციებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვისმენთ. იცით ე.წ. არაბიზაციის საკითხები, იყო ასევე [სპეკულაცია], რომ თითქოს, რუსებით გაივსო საქართველო და რუსეთიდან შემოსული მიგრაციული ნაკადები წალეკავდა ჩვენს ქვეყანას, რამდენი ტყუილი გვაქვს ჩვენ მოსმენილი“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.