Loading data...
დავით მათიკაშვილი ოპოზიციური ლიდერების მიერ გირაოს გადახდის საკითხებზე: სახელმწიფო ვერ დაელოდება და ვერ მოახდენს იმის განსაზღვრებას, შეგნებულად აკეთებს კონკრეტული რადიკალი და არღვევს კანონს, თუ შეუგნებლად

„სახელმწიფო ვერ დაელოდება და ვერ მოახდენს იმის განსაზღვრებას, შეგნებულად აკეთებს კონკრეტული რადიკალი და არღვევს კანონს, თუ შეუგნებლად“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციური ლიდერების მიერ გირაოს გადახდის საკითხებზე საუბრისას.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ქვეყანას აქვს სასამართლო სისტემა, რომლის კონკრეტული მოთხოვნის შეუსრულებლობაც იწვევს შესაბამის სანქციას. ვინც დაარღვევს კანონს დაელოდოს სანქციას. ეს არის ძალიან ბუნებრივი, ძალიან დემოკრატიული, ძალიან ევროპული. ჩვენ ევროპული გზით დავდივართ, ამიტომ დაელოდოს სათანადო სანქციას ყველა ის ადამიანი, ვინც დაარღვევს კანონს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ სატელეფონო არჩევნებზეც ისაუბრა.

„სატელეფონო არჩევნები არის კომიკური ჟანრიდან რაღაც ახალი მიმართულება. პირველად რომ გავიგე მეგონა, რომ ახალი იუმორისტული გადაცემა იქმნება, სადაც პაატა ბურჭულაძე ცდის ბედს-თქო. მათი სერიოზული სახეები რომ დავინახე მივხვდი, რომ პოლიტიკური და სხვა პულსი არ ესინჯებათ. კარგი იქნება, თუკი დიაგნოზის დასასმელად სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.