1790105717
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი დასასრულისკენ მიდის - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი პოლიტიკური ველიდან გაქრებიან
ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი დასასრულისკენ მიდის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი პოლიტიკური ველიდან გაქრებიან.
„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.