Loading data...
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ

„მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვთ მათ არანაირი ერთობა და ვერც ექნებათ.

„ერთი მხრივ, ეს მოცემულობაა იმიტომ, რომ ერთადერთი, რის გარშემოც შეიძლება ეს ხალხი გაერთიანდეს, არის ჩვენი ქვეყნის სიძულვილი. უსამშობლო, საკუთარი ქვეყნის მოძულე ე.წ. პოლიტიკოსები რა ხეირიან საქმეს, საგანს შექმნიან, ამაზე საზოგადოებას ძალიან ბევრჯერ აქვს პასუხი გაცემული საკუთარი გადაწყვეტილებით საარჩევნო ყუთებთან.

მეორე მხრივ, ასევე, არის გასაანალიზებელი ის, რომ ურთიერთბრალდებებში ყოვლად უსაგნო, ამავდროულად ამბიციური ე.წ. პოლიტიკოსები დღეს საკუთარ უნიათობას ერთმანეთს აბრალებენ. ყველაზე მთავარი, მათ არ აქვთ, საზოგადოების მხარდაჭერაა“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.