დავით მათიკაშვილი: ნელ-ნელა რაღაც გულწრფელობის სენი შეეყარა რადიკალურ ოპოზიციას, ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში არის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ეს არის უცხოური აგენტურის ბრძოლა.
„ნელ-ნელა რაღაც გულწრფელობის სენი შეეყარა რადიკალურ ოპოზიციას, აგენტურას. ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში არის. არავის არ აქვს თავი შეკრიბოს სოლიდური რაოდენობა ადამიანების და რაღაც აქცია მოაწყონ. პირველ რიგში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ? იმიტომ, რომ არ გააჩნია მხარდაჭერა საზოგადოების და მათ მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის პრაქტიკულად გამქრალი, ამაზე საუბრობდა სავარაუდოდ ხაბეიშვილი.
ეს არ მოსწონთ, ცხადია, როგორც პარტიის წევრებს, ასევე გარე ძალებს, ცდილობენ ამ საკმაოდ მძიმე ვითარებიდან გამოძვრნენ, ერთმანეთს აბრალებენ ათას რამეს. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო პოლიტიკურ კორუფციაზე.
ფაქტი არის ერთი, მათი რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული, ანტიქართული, აგენტურული საქმიანობით საბოლოოდ პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი და ერთადერთი, რაც ახლა ხდება, არის მათი ბოლომდე დაძირვა ამ სივრცეში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.