დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ტიმოშენკოს მხარდაჭერაზე, რომელიც ზელენსკის აკრიტიკებს: აბსოლუტურად არეულ-დარეულები არიან, ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ ვის უჭერს მხარს, სააკაშვილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აღიარებულ მოცემულობას, პატრონები რასაც ეტყვიან ისე იმოქმედებს
„არიან აბსოლუტურად არეულ-დარეულები. ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ ვის უჭერს მხარს“, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ ტიმოშენკოსთვის მხარდაჭერის გამოცახდებას, რომელიც ეწინააღმდეგება ზელენსკის და აკრიტიკებს მის ქმედებებს.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა აღიარებულ მოცემულობას, მისი პატრონები რასაც ეტყვიან სწორედ ისე იმოქმედებს.
„გვახსოვს ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, შემდეგ ძალიან მალევე შეცვლილი მისი რიტორიკა იყო ის ხელისუფლებაში, თუ არ იყო. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აღიარებულ მოცემულობას, რასაც ეტყვიან მას მისი პატრონები, როგორც ეს იყო აქამდე, ისე იმოქმედებს ის დღესაც და ხვალაც. ეს არის სიმართლე, ეს არის რეალობა. ოპოზიცია არის აბსოლუტურად განულებული, როგორც რეიტინგით, ასევე ყველა იმ პოლიტიკური წიაღ სვლით, რასაც საზოგადოება აკვირდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.