Loading data...
დავით მათიკაშვილი: მზად ვართ სუფთა ფურცლიდან, გზამკვლევით განვაახლოთ ურთიერთობა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის გადატვირთოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მნიშვნელოვანი ვიზიტი იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაესწრებიან სუვერენული ერების ალიანსის სახელით ცნობილ ფორუმს. მათ ექნებათ შეხვედრა როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.

აქამდეც არაერთგზის განგვიცხადებია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა. მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, გზამკვლევით განვაახლოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.