Loading data...
დავით მათიკაშვილი: მუდმივად ცდილობენ ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, სინოდის გადაწყვეტილებაზე მოახდინონ ზეგავლენა

„მუდმივად ცდილობენ ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, სინოდის გადაწყვეტილებაზე მოახდინონ ზეგავლენა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

„დესტრუქციულად აშუქებენ მოვლენებს, რომელსაც ან საერთოდ არ აქვს ადგილი რეალურ ცხოვრებაში, ან ხდება მათი მხრიდან ფაქტების უკიდურესად დამახინჯება, რითაც საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ ავლენენ საზოგადოების წინაშე.

ყველამ შეიკავოს თავი წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.