Loading data...
დავით მათიკაშვილი: მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის

„კადრების გადაადგილება არის ჯანსაღი და ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურაში“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის დასახელებაზე საუბრისას.

„ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დაწვრილებით ახსნა გადადგომის მიზეზები, ის ახალი სტატუსი, რომელიც მას ექნება, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ფასდაუდებელია მისი ანალიტიკური უნარ-ჩვევები, ის გამოცდილება, რომელიც ბატონმა ანრიმ დააგროვა წლების განმავლობაში და ის აუცილებლად გამოადგება ახალი ფუნქციების შესრულებაში.

რაც შეეხება სუსის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას, ბატონი მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, ის არის განსაკუთრებული ლიდერული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ახალ პოზიციაზე, რაზეც მას საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა აუცილებლად ექნება, ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ხდება.