Loading data...
დავით მათიკაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: გამოიკვეთა სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რა აგენტურული საქმიანობა აწარმოვა სალომე ზურაბიშვილმა, როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი - ნიკა გვარამია

„აქ არის ცალსახა, გამოკვეთილი სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა აგენტურული საქმიანობა აწარმოვა სალომე ზურაბიშვილმა, თუ როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი - ნიკა გვარამია და, თურმე, ამ ყველაფერში „მაკკეინის ინსტიტუტს“ როლი მიუძღვის“, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარი ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც არის.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუფასდა და ამ სრულიად, საქართველოსთვის მიუღებელ და ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ინსტიტუტისგან სტიპენდიაც მიიღო და სტიპენდიატიც გახდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.