Loading data...
დავით მათიკაშვილი: ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ცვლილებები ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება მიზნად.

„საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული და სახელის გადარქმევით, თუ სხვა მანიპულაციით, ვერ მოხერხდეს გაუმჭვირვალე თანხების საქართველოში შემოდინება და ამით ქართული საკანონმდებლო სივრცის დარღვევა“, - აცხადებს მათიკაშვილი.