Loading data...
დავით მათიკაშვილი: ხაბეიშვილი პატარა ჭანჭიკია, რომელსაც გარე ძალებისგან ჰქონდა დავალებული, საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლა მოეხდინა და შეეგუებინა, თითქოს 4 ოქტომბერს რადიკალები რაღაცას აპირებენ

„ლევან ხაბეიშვილი ამ ყველაფერში არის ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელსაც ჰქონდა დავალებული გარე ძალებიდან, მოეხდინა საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლა, შეეგუებინა საზოგადოება იმისთვის, რომ თითქოს 4 ოქტომბერს რადიკალები რაღაცას აპირებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხაბეიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მისთვის პოლიტიკოსის მანტია ინდულგენცია ვერ იქნება.

ამასთან, დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ ოპოზიციის რადიკალურ გეგმებზეც ისაუბრა.

„ხაბეიშვილი არის ერთი ჭანჭიკი იმ მთლიან სქემაში, რომელსაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური გზით, ხელისუფლების შეცვლა, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში, რევანში იმ ძალებისა, რომელმაც უფსკრულის პირას დააყენეს საქართველო 2012 წლამდე.

ლევან ხაბეიშვილი ამ ყველაფერში არის ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელსაც ჰქონდა დავალებული გარე ძალებიდან, მოეხდინა საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლა, შეეგუებინა საზოგადოება იმისთვის, რომ თითქოს 4 ოქტომბერს რადიკალები რაღაცას აპირებენ და ამით გამოეწვია პოზიტიური შედეგი.

პრაქტიკულად ეს ყველაფერი არის შეუძლებელი, არის უსუსტესი რადიკალური ოპოზიცია, არის უსუსტესი ის ღერძი და ხაზი, სადაც ლევან ხაბეიშვილია და ის, რაც მან პირდაპირ ეთერში საზოგადოების გასაგონად გააკეთა არაერთგზის არის დანაშაული და დანაშაულის ჩადენის გამო, ბუნებრივია, ყველა ისჯება. არც ხაბეიშვილი არის წარმოადგენს გამონაკლისს. მისთვის პოლიტიკოსის მანტია ვერაფრით ვერ იქნება რაიმე ფორმით ინდულგენცია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.