Loading data...
დავით მათიკაშვილი: ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, კუბილიუსი ვის წარმოადგენს და რა ძალების ავანსცენიდან არის მობრძანებული

კუბილიუსის ანტიქართული ვიცით, დავალებების მიმცემებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქართული საზოგადოება საარჩევნო ყუთებთან რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის მთავარია, იმ ძირითადი ხაზის გაგრძელება, რაც მათ დავალების სახით მისდით.

„მათი დავალებების ჩაშლა ადგილობრივ აგენტურაში ხდება, რათა კონკრეტული ძალების ინტერესები განხორციელდეს. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, კუბულიუსი ვის წარმოადგენს და რა ძალების ავანსცენიდან არის მობრძანებული“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.