Loading data...
დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზებული ოპოზიციური ველი

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა და დემოკრატიას თავდაცვისუნარიანობა სჭირდება.

„ე.წ პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც გამოირჩეოდა და გამოირჩევა კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმით, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით, მუდმივად არეულობის, ხელისუფლების დამხობის მცდელობით.

პარტიები, რომლებიც პირდაპირ მუდმივად იღებენ დავალებას და დაფინანსებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, წარმოადგენენ რეალურად აგენტურულ ქსელს საკუთარ სამშობლოში. ბუნებრივია, რომ ასეთი პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობა. დემოკრატიას კი სჭირდება თავდაცვისუნარიანობა. სწორედ ამ მიზნით მომზადდა კონსტიტუციური სასჯელი და წარედგინა ის საკონსტიტუციო სასამართლოს.

ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზებული ოპოზიციური ველი და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ბუნებრივია ეს საკითხი უშლის ხელს.

ნაწილი აცხადებს, რომ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, ნაწილს გარეთ სურს ყოფნა, ამით პრაქტიკულად არაფერი იცვლება, ზოგმა პირდაპირ დაყარა ფარ-ხმალი და გამოაცხადა კაპიტულაცია, ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული არგუმენტებით დაიცავს თავს, თუმცა დიდი ეჭვია, თუ რა ფორმით და რა სახით შეიძლება იქ არგუმენტის მოძებნა, სადაც არგუმენტი ელემენტარულად არ არსებობს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.