Loading data...
დავით მათიკაშვილი: კარგად იცის საზოგადოებამ, რისგან გადაარჩინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა

​აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კონკრეტული დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იმდენად ესადაგება ჩვენი ხელისუფლების სწორ, ცალსახა, გარკვეულ ნარატივს, ფაქტებით გაჯერებულ და გამყარებულ მოცემულობას, თითქოს ორივე ამ შეხედულებას ერთი და იგივე ავტორი ჰყავს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოფიციალურმა თბილისმა პირდაპირ იხილა გარე ჩარევა თავის შიდა საქმეებში.

​„გახსოვთ ევროკავშირის ელჩის საუბარი: გადით არჩევნებზე და პრაქტიკულად,ხმა მიეცით ოპოზიციასო. სხვა რამეს ვერ ამოიკითხავდი ევროკავშირის ელჩის იმ გამონათქვამებიდან, რომლებიც არჩევნების წინა დღეს იყო გაშუქებული.

ვნახეთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე წყება კონკრეტული ჩინოსნებისა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ძალადობას ახდენდნენ ქართულ საზოგადოებაზე და ეუბნებოდნენ: აი, ასე უნდა მოიქცეთ - არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვსურს“. და მათ რა სურთ კარგად გამოჩნდა. კარგად იცის საზოგადოებამ, რისგან გადაარჩინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა.

უკრაინას გადახედონ, რა დღეშია დღეს ეს სახელმწიფო. იმავეს უქადდნენ ჩვენს ქვეყანას. ზუსტად იმავეს ამბობს შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.