1743935247
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის

„ეს არის შეტევა ქართულ დემოკრატიაზე. მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ამხილა USAID და სხვა ფონდები, არასამთავრობო სექტორის ხელით ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებაზე შეტევას, რევოლუციების მოხდენას, დღეს სიმძიმის წერტილმა, „დიფ სთეითის“ კუთხით გადაინაცვლა ევროპაში და ბრიტანეთში,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ცალსახაა, რომ რასაც აკეთებდა USAID და NED-ი დღეს უკვე ბრიტანეთის კონკრეტული ფონდების მეშვეობით არის სურვილი, რომ გაკეთდეს. აქედან შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის", - აცხადებს მათიკაშვილი.