Loading data...
დავით მათიკაშვილი: ის პოლიტიკა, რასაც ევროკავშირი აწარმოებდა, სახელმწიფოთა ამ გაერთიანებას აუცილებლად კრახისკენ მიიყვანს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აშშ-ის მიერ ევრობიუროკრატების კრიტიკას გამოეხმაურა.

მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროპასთან დაკავშირებით ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება.

„ის პოლიტიკა, რასაც ევროკავშირი აწარმოებდა, სახელმწიფოთა ამ გაერთიანებას აუცილებლად კრახისკენ მიიყვანს. ეს არის იდეოლოგიური, ღირებულებითი კრახი და ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაზე პირდაპირ არის მითითებული. ასევე, არაერთგზის იყო აღნიშნული, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან სწორედ ეს ძალიან არასწორი და საკუთარი თავის დამაზიანებელი პოლიტიკური ქმედებები, რაც არის ევროკავშირის შიგნით.

ბუნებრივია, კრიტიკას არ იღებენ. მათ მოუწევთ აღიარება ყველაფერი იმ მდარე, არასწორი, საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკის, რასაც ბოლო პერიოდია აწარმოებენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.