Loading data...
დავით მათიკაშვილი: ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება

„ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად, რა თქმა უნდა, „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

როგორც ის აღნიშნავს, ვერავინ შეძლებს ამ დიდი მონაპოვრის დახშობას და გაუქმებას.

„გაიაზრონ და გაითვალისწინონ, რაც მეტად იქნება ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, მით მეტად იქნება თანადგომა და გვერდში დგომა ქართველი ხალხის მხრიდან „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ. ეს არის ტელევიზიები, რომლებიც დაკავებული არიან თავისუფალი ხმის გავრცელებით მსოფლიოში, მათ შორის, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებაში. ვერავინ შეძლებს ამ დიდი მონაპოვრის დახშობას და გაუქმებას ქართველი ხალხისთვის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.