Loading data...
დავით მათიკაშვილი: გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო, ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის

გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა კანდელაკის „ფეისბუქ“ პოსტის შეფასებისას.

მისივე თქმით, კანდელაკისთვის საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება უცხოეთიდან დაფინანსებული მისი საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

„ქართველი რადიკალები, უსამშობლო მეხუთე კოლონა მუდმივად ცდილობს, დააზიანოს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ქვეყანა. პრინციპში, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. გიორგი კანდელაკი ყველასთვის ცნობილია. ეს პერსონაჟი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის. მისთვის საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება წარმოადგენს, ფაქტობრივად, უცხოეთიდან დაფინანსებული მისი საქმიანობის ძირითად მიზანს, რაც არაერთგზის გამოვლინდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.