დავით მათიკაშვილი გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებაზე: პოლიტიკაში ისინი ვერ იქნებიან, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმური არჩევნებს ხელი შეუშალონ ან ჩაშალონ ცხადია პასუხგაცემული იქნება სახელმწიფოს მხრიდან
„პოლიტიკაში ისინი ვერ იქნებიან. ხოლო ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმური არჩევნებს ხელი შეუშალონ ან ჩაშალონ ცხადია პასუხგაცემული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიკა გვარამიას თანაპარტიელის გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებას.
მათიკაშვილის თქმით, ამ ადამიანებს სახელმწიფო არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს ხელი შეუშალონ.
„ეს არის სრულიად მცდარი, ტყუილი ნარატივი. მცდელობა თავი დაიძვრინონ ამ მძიმე მდგომარეობიდან, რომელიც თვითონვე შეიქმნეს აქ თავისი ანტიქართული ქმედებებით. მათ საზოგადოება, როგორც აქამდე, დღესაც გასცემს პასუხს. პოლიტიკაში ისინი ვერ იქნებიან. ხოლო ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმური არჩევნებს ხელი შეუშალონ ან ჩაშალონ ცხადია პასუხგაცემული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თანაპარტიელი გიორგი ბუტიკაშვილი ისევ არეულობასა და წინააღმდეგობაზე საუბრობს. ბუტიკაშვილის თქმით ქართულმა ოცნებამ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს. ბუტიკაშვილს ეთანხმება ნაციონალური მოძრაობა, ლელო კი როგორც თავად პარტიის წევრი ამბობს, განცხადების სულისკვეთებას არ ეთანხმება.