Loading data...
დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, საქართველოში კი ამას აზრის თავისუფლად გამოხატვად ასაღებდნენ

„ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, საქართველოში კი ამას აზრის თავისუფლად გამოხატვად ასაღებდნენ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე აქციებს და მათზე ბრიუსელის რეაგირებას.

მისი თქმით, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლასა და პოლიციაზე თავდასხმას ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში ანალოგიურ დარღვევებს უკვე ტერორსა და მკვლელობის მცდელობას უწოდებენ.

„ვაწყდებით მოცემულობას, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის დანაშაული მათი სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით და საკმაოდ სოლიდური პასუხისმგებლობით ისჯება, ხოლო საქართველოში იყო მცდელობა, რომ ანალოგიური ქმედება გაესაღებინათ აზრის თავისუფლად გამოხატვის მოცემულობაში, რაც ბუნებრივია, ძალიან საწყენია. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც არ იღლება ევრობიუროკრატია ქართულ რეალობასთან მიმართებით“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.