დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ადამიანების პროტესტი, არ არის ხალხის პროტესტი
„ერთი მუჭა ადამიანების პროტესტი, არ არის ხალხის პროტესტი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის სახალხო პროტესტი.
„საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად, ეს არ არის სახალხო პროტესტი. ეს არის ერთი მუჭა ადამიანების, რადიკალების მიერ გარედან მართული რაღაც სცენარის ნაწილი იმისათვის, რომ შემდგომ უკვე ევროსტრუქტურებში საქართველოსადმი მტრულად განწყობილ კონკრეტულ ადგილებში ისაუბრონ იმაზე, თითქოს აგერ ასობით დღეა ქართველ ხალხს გააქვს რაღაც უწყვეტი პროტესტი და ეს ყველაფერი ქუჩის გადაკეტვაში გამოიხატება.
ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. ერთი მუჭა ადამიანების პროტესტი, ეს არ არის ხალხის პროტესტი, ხოლო ყველა, ვინც კანონის წინაშე იქნება პასუხისმგებელი ბუნებრივია ვალდებული იქნება სათანადო პასუხი გასცეს იმ საკანონმდებლო დანაწესებს, რომელიც არის მიღებული“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.