Loading data...
დავით მათიკაშვილი: ერთ მხარეს, ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს“ აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილს მისცეს მწვანე შუქი

„ლელოს“ პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ის უფრო იხრებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ, მართალია, ამას დღემდე მკაფიოდ არ ამბობდა, თუმცა ჩანდა მათი პარტიული აქტიურობა რეგიონებში. დღეს ისინი ამ ყველაფერს ღიად აცხადებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ცდილობენ, პოლიტიკური ველიდან ის პარტია გააქრონ, რომელიც დამძიმებულია ცოდვებით.

„ერთ მხარეს, ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს“ აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილს მისცეს მწვანე შუქი. უნდათ, გააქრონ პოლიტიკური ველიდან ის პარტია, რომელიც არის დამძიმებული ცოდვებით, რომლის ცოდვების ჩამორეცხვაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი, თუმცა ისინი ცდილობენ. არიან რა ქვეყნის გარეთ და რეალურად, პულსზე ხელი არ უდევთ, ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების.

ისინი ფიქრობენ, რომ გახარია და ხაზარაძე გამიჯნონ, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ წიაღში იყვნენ, ეს ადამიანები გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათგან შექმნან რაღაც შუაშისტური ძალა, რომელიც არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ამ ყველაფერს თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარი გადაწყვეტილებით“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.