Loading data...
დავით მათიკაშვილი: დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის კვლევას გამოეხმაურა.

„დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება, რომელიც გამორიცხულია, რომ ვერ გრძნობდეს და აღიქვამდეს საქართველოში მიმდინარე სწორი აღმშენებლობის პროცესს.

ევრობიუროკრატიას სურს, აბსურდის თეატრში ამყოფოს აქტორები, მათ შორის საქართველო. საქართველოსთან მიმართებით მათ რომ სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ, ეს ხომ არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური?!

ის, რომ საბოლოო ჯამში ეკონომიკა ის ხიდია, რომელიც საქართველოდან მიედინება და გადაედინება შავ ზღვაზე და ევროპაში მიემართება, ამ ხიდს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება, ესეც ხომ გასაგებია ევრობიუროკრატიისთვის, მაგრამ ისინი ბოლომდე მაინც თავის აღქმებში არ უშვებენ შანსს, რომ მათთვის არასასურველი ხელისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა საკუთარი ინტერესების დასაცავად აირჩია, შეცვალონ და ისეთი ხელისუფლება მოუყვანონ ქართველ ხალს, რომელსაც, რომ ეტყვიან, კონსტიტუციაში შეიტანე ცვლილება და „ვეტინგი“ დაუწესე შენი დემოკრატიით არჩეულ უმაღლესი თანამდებობის პირებსო, დათანხმდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3 პროცენტამდე გაზარდა.