Loading data...
დავით მათიკაშვილი: დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ

დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.

მათიკაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად ოპოზიცია ფულს ხარჯავს.

„აშკარაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება. ისინი ამაში ფულს ხარჯავენ. რა თქმა უნდა, როდესაც იხარჯება ფული, აქ ჩვენ მიზანი უნდა მოვძებნოთ და მიზანი არის თვითმმართველობის არჩევნები. აქაც ჩანს, რომ დავალების მიმცემებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ცალკეულ რადიკალურ პარტიებს მიუთითეს, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ცხადია, ჩვენ პროცესებს დაველოდებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.