Loading data...
დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პასუხისგება დაეკისროს ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს, გიორგი გახარიას

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტს ეხმაურება.

მისი თქმით, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უნდა დაეკისროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესრულდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ამავდროულად, პასუხისგება დაეკისროს რეალურად ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ცალსახად იყო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია“, - აცხადებს მათიკაშვილი.