1790083999
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს
„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშკარაა, თუ რა მძიმე და მოღალატეობრივ პოლიტიკას ახორციელებენ, რისი სურვილი აქვს, მეხუთე კოლონას.
„ნიკა გვარამია სწორედ ამ ადამიანებს წარმოადგენს. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს. ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.