დავით მათიკაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება, შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
„შეხვედრა დაგეგმილია ქვეყნის პრეზიდენტთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და ყირგიზეთის პრეზიდენტი ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ“, - ამის შესახებ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ასევე კულტურული, სოციალურ კავშირებს, რომელიც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებობს. გუშინ შევხვდით დიასპორის წარმომადგენლებს, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ, ორმხრივ დიალოგში.
ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.