Loading data...
დავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეს ობიექტურ მედიასივრცეში მოხდეს.

„უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში - მედიასივრცეში დებატების დაბრუნება, რომელთა ჭრილშიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცალსახად გასაგები იქნება, თუ რასთან აქვს ქვეყანას საქმე, რომელი მხარეა მართალი და პირიქით. ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია დაიძლიოს ეს პრობლემა, რომელიც თავის დროზე სწორედ დიფ სთეითის ჩარევით მოხდა. ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრი დებატების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებულ გარემოზე და ამ კუთხით კონკრეტული დავალებების შემსრულებლებზე.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდეს საჯარო დისკუსია, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.