Loading data...
დავით მათიკაშვილი BBC-ს სტატიაზე: ყველას ძალიან გვაინტერესებს რამ აიძულა ეს ადამიანები გაევრცელებინათ სიცრუე და ტყუილი მთელს მსოფლიოში, იყო ეს დავალება ქართველ ენჯეოშნიკებთან მიმართებით, ფული აიღეს, სიზმრად ნახეს, თუ რატომ მოხდა

„ცალსახაა, რომ საქართველოდან ტყუილები მიაწოდეს ბრიტანულ ტელეკომპანიაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ს სტატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, სუსი ცდილობს ორივე მიმართულებით კონკრეტული პასუხი იქონიოს. გამოძიება მიმდინარეობს BBC-ის განცხადებასა და ტყუილების გავრცელებაზე.

„ყველას ძალიან გვაინტერესებს რამ აიძულა ეს ადამიანები გაევრცელებინათ სიცრუე და ტყუილი მთელს მსოფლიოში. იყო ეს კონკრეტული დავალება ქართველ ენჯეოშნიკებთან მიმართებით, ამაში ფული აიღეს, ღამე სიზმრად ნახეს ეს ყველაფერი, თუ რატომ მოხდა. მსგავსი სისულელე და მსგავსი უდონო ზღვარს გადასულ რეპუტაციის შელახვის მცდელობასთან გვაქვს საქმე, რასაც აუცილებლად გაეცემა სათანადო პასუხი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. 

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.