1743335261
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას

„ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში,“ - აცხადებს მათიკაშვილი.