დავით მათიკაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სადისტები, მოძალადეები ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ

2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით მოახდინა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის ტერორი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდეს.
„ადამიანებს სცემდნენ, ადამიანებს ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ყრიდნენ ქუჩაში, ხელებს უკრავდნენ. დღეს, როდესაც იმართება საგამოძიებო კომისიის სხდომა, როდესაც იქნება ამ თემაზე კვლავაც საუბარი, კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი საზოგადოება ამ უმძიმეს წარსულს. ეს ასევე იქნება გაფრთხილება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემოკრატიულ პროცესში იმისთვის, რომ სადისტები, მოძალადეები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.